პროექტის სახელწოდება- ენერგიის ხარჯი და დაზოგვის გზები
პროექტის მოკლე აღწერა- ოჯახში მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება
პროექტის სრული აღწერა -ენერგიის უყაირათო ხარჯვა შეიძლება გამოწვული იყოს იმით,რომ ხშირად ანთია ნათურები და ჩართულია სხვადასხვა ელექტრო ხელსაწყოები მაშინ,როდესაც ისინი საჭირო არ არის.პროექტის ძირითადი ამოცანაა: ა.ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულების დადგენა, ბ.ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა, გ.ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა.
მოსწავლეები უნდა შეეცადონ განსაზღვრონ: ა.რა სახის ენერგიას მოიხმარენ ოჯახში ელექტრულს,წვის,მზის, წყლის.
ბ.ჩამოთვალეთ ამ ენერგიის მომხმარებელი მოწყობილობები.
გ.გამოთვალეთ რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის განმავლობაში.
უნდა დადგინოთ ეკონომიური თვალსაზრისით, რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი ბინის გასათბობად,წყლის გასაცხელებლად და სხვა.
უნდა შეიმუშაოთ ენერგიის დაზოგვის გზები და თქვენი მოსაზრებები გააცნოთ ოჯახის წევრებს. მაგ.შეამციროთ ენერგიის უქმად ხარჯვა, გამორთოთ სინათლე,როდესაც იგი საჭირო არ არის, გამოიყენონთ ეკონომიური ნათურები. ელექტრული ხელსაწყოები მაქსიმალურ ენერგიას მოიხმარენ ჩართვა-გამორთვისას,მათი მუშაობა გახანგრძლივდება თუ არ გამორთეთ თუ კი მოკლე ხანში ისევ უნდა ჩართოთ.
ტელევიზორი მაშინაც კი ხარჯავს ენერგიას როდესაც გამორთულია დინსტანციური ჩამრთველით , ამიტომ მთლიანი გამორთვისათვის უნდა გამოიყენოთ ტელევიზორის ღილაკი. ზამთარში იზრუნოთ ბინის თბოიზოლაციაზე და ა.შ.
ჩამოწერეთ რა საშუალებებით დაზოგავთ ენერგიას თქვენს ოჯახში იანგარიშეთ რა ეკონომიას მისცემს ეს თქვენს ოჯახს.
მონაწილეთა ასაკი - 14 -15 წელი
ვადები ხანგრძლივობა- სამი თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში-მონაცემები სხვადასხვა ელექტროხელსაწყოების
მიერ დახარჯული ელექტროენერგიის შესახებ შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ცხრილის სახით,ხოლო დახარჯული ენერგიის ღირებულება შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ცხრილის სახით,ხოლო დახარჯული ენერგიის ღირებულება შეიძლება წარმოდგენილი იქნეს სვეტოვანი დიაგრამის სახით.
მოსალოდნელი შედეგები-ა.მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და დიაგრამების სახით.
ბ. ენერგიის ხარჯის შემცირება,რის საფუძველზეც გაკეთდება ეკონომია, შესაბამისად გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი.
გ. მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვასაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას.შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით.
სასარგებლო სხვებისათვის-პროექტის განხორციელება სასარგებლოა, რადგან ხელს უწყობს ეკონომიის გაკეთებას და შესაბამისად ბიუჯეტიც გაიზრდება, როგორც ოჯახში ასევე ქვეყნის მაშტაბით.
სამუშაო ენა- ქართული.
საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი-ინტეგრირება შეიძლება პირველ რიგში მათემატიკასთან.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში აღნიშნულია-ბუნ.IX. 5. მოსწავლე მსჯელობს ენერგიის ფორმებისა და ენერგიის წყაროების შესახებ.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ა. განასხვავებს ენერგიის ფორმებს,მოჰყავს მათი გამოყენების მაგალითები.
ბ. განარჩევს და აღწერს სინათლის და სითბოს ბუნებრივ და ხელოვნურ წყაროებს. მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით, მსჯელობს მათი პრაქტიკული გამოყენების შესახებ.
ბუნ.IX. 6. მოსწავლე ახასიათებს ენერგიის გადაცემასა და გარდაქმნას.
მონაწილეები სხვა სკოლიდან-
პროექტის ფასილიტატორის სახელი- ლია ყიფიანი
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა- lia5805@gmail.com
პროექტის ფორუმი- http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac52f3
პროექტის ვებ-გვერდი ბლოგი- http://energiisxarji.blogspot.com/
суббота, 20 декабря 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)